Sunday, September 27, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

         ტრენინგის მეშვიდე დღეს ისევ ვიმუშავეთ პროექტის პოცედურებზე. განვიხილეთ  მოდულები 5 და .6  შევისწავლე  სწავლების პროცესის დიფერენცირება . შევავსეთ შეფასების ცხრილები და შეფასების რუბლიკები. მაგრამ მოვიწყინე ჩემი გოგოების გარეშე.

Saturday, September 26, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ძალიან პროდუქტიული , ვისწავლე ბევრი საინტერესო. ვიმუშავეთ პროექტის პროცედურებზე, მოსწავლის ნამუშევრის სლაიდები, ერთ ერთი საინტერესო იყო ანიმაციები, თუმცა არა  ნაკლებ საინტერესო იყო მოსწავლის ნამუშევრის ატვირთა გუგლის დრაივზე. მადლობა ნინის ასეთი სასწავლო და საინტერესო გაკვეთილებისთვის.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Wednesday, September 23, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და იმაზე თუ როგორ არის ის დაცული. გავეცანით სასწავლო ნიმუშების შექმნას.ვისწავლეთ ნიმუშების დამატება ბლოგზე.  დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. გეგმაში შევიტანეთ საბაზო უნარ - ჩვევები. ჩვენი ტრენერის  მეშვეობით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ინტერნეტის უსაზღვრო შესაძლებლობებით.

Saturday, September 19, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია


დღეს ჩვენ დავგეგმეთ შეფასება შეფასების 5 მიზნიდან გამომდინარე პროექტის დაწყებამდე, პროექტის მიმდინარეობის პროცესში და პროექტის დამთავრების შემდეგ. განვსაზღვრეთ შეფასების ინსტრუმები  ვისწავლეთ შეფასების სტრუქტურები. ვიმუშავეთ სურათის ჩასმაზე  ჩემს ბლოგზე და ტექსტში,შევქმენით გამოკითხვის ბლოგი და მნახველების ბლოგი. ერთი სიტყვით ძალიან დატვირთული და საინტერესო.

Monday, September 14, 2015

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის  მესამე დღეს ვისწავლეთ ესგ-ს პორტალში მუშაობა, გეგმაში  მიზნების და შედეგების  ჩასმა. განვიხილეთ ზოგადი,  თემატური,  შინაარსობრივი  კითხვები გავაკეთეთ პრაქტიკული დავალება. განვიხილეთ მოდული 2 . კურსის გავლისას  ვიყენებთ მრავალ  ტექნოლოგიურ რესურს და  ინსტრუმენტებს ჩვენი პორტალის შექმნისას

Sunday, September 6, 2015

პროექტის მეორე დღე

 მეორე  დღე---მასალა საინტერესოა მავაცანით ერთმანეთს  ჩვენს მიერ არჩეული თემები,  ვისწავლეთ ბუკლეტის გაკეთება ,ინტერნეტიდან  სურათების ჩამოტვირთვა, შინაარსობრივად გაფირმება, გაკეთებული ფაილების დაარქივება, გადაგზავნა , ბუკლეტები დავამზადეთ მშობლებთან ურთიერობის გასამარტივებლად და პროექტებით სწავლების მნიშვნელობა.

Saturday, September 5, 2015

პროექტის პირველი დღე

პირველი დღის ტრენინგმა საშუალება მომცა უფრო ღრმად გავცნობოდი ისტ შესაძლებლობებს თუ როგორ დავეხმარო  ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში ისტ-ის დახმარებით, 21-ე  საუკუნის  უნარ -ჩვევების განვითარებაში. ვისწავლე ფაილების  შექმნა,პორტფოლიოს შექმნა და მასში  რესურსების გადატანა, ბლოგის  შექმნა.